Accentnews.ge
ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის პირობა დაასახელა

ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის პირობა დაასახელა

11/11/2021 15:55:43 პოლიტიკა

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე შიმშილობას არ შეწყვეტს.

"მე გადაწყვეტილება არ მიმიღია არავის მითითებით, მე გადაწყვეტილება მივიღე კონკრეტული მოთხოვნით – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ იყოს საფრთხის ქვეშ. დღეს, კიდევ ერთხელ, ძალიან გონივრული გარემოებებით - სტრასბურგის მოთხოვნით და მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნების" ხელშია ამ კრიზისის განმუხტვის საბოლოო გასაღები. დღესვე შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბუგრის სასამართლოს პოზიციის შესაბამისად.

სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში, მე შიმშილობას არ შევწყვეტ",– განაცხადა ხოტარიამ.

ხოშტარია მე-9 დღეა, შიმშილობს. შიმშილობის შეწყვეტისკენ მას დღეს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S