Accentnews.ge
„უკრაინა მოითხოვს, ღირსეულად მოექცნენ სააკაშვილს“ – საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო უწყებაში კვლავ დაიბარეს

„უკრაინა მოითხოვს, ღირსეულად მოექცნენ სააკაშვილს“ – საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო უწყებაში კვლავ დაიბარეს

11/11/2021 18:16:10 პოლიტიკა

უკრაინა საქართველოსგან მოითხოვს, ღირსეულად მოექცნენ უკრაინის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს, უკრაინისთვის მიუღებელია სააკაშვილის მიმართ ძალადობის გამოყენება, –ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი ტოჩიცკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩთან გიორგი ზაქარაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა.

საქართველოს ელჩთან საგარეო უწყებაში შეხვედრა მიმდინარე კვირაში მეორედ შედგა.

„მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს აცნობა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ღირსეულად მოქცევის აუცილებლობისა და მისდამი ფიზიკური ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, – აცხადებენ სამინისტროში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სააკაშვილის უფლებების დაცვას, რაც საქართველოს ვალდებულებაა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.

8 ნოემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნული იუსტიციის სამინისტრომ "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციად და მომატებული საფრთხეებით“ განმარტა.

იმავე დღეს იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს სიყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. თავად სააკაშვილიც საუბრობდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ამ უკანასკნელით ინსპექტორის სამსახური დაინტერესდა.

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში შეყვანის კადრები გაავრცელა მაღალი საჯარო ინტერესის მოტივით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S