Accentnews.ge
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში შეყვანის კადრებს ავრცელებს [ვიდეო]

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში შეყვანის კადრებს ავრცელებს [ვიდეო]

11/11/2021 09:34:03 პოლიტიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანში მდებარე ციხის საავადმყოფოში შეყვანის კადრებს ავრცელებს:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწყებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო“,– ვკითხულობთ განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ კარები მოვლენათა განვითარებას უწყვეტ რეჟიმი არ ასახავს – დამონტაჟებულია. ამასთან, გარე პერიმეტრზე გადაღებული მასალის მხოლოდ მცირე მონაკვეთია ასახული. მიხეილ სააკაშვილი კი აცხადებდა, რომ ბადრაგი მას გარე ფერიმეტრზე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. გრძნო ტკივილიც კისრის არეში.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.

8 ნოემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნული იუსტიციის სამინისტრომ "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციად და მომატებული საფრთხეებით“ განმარტა.

იმავე დღეს იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს სიყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. თავად სააკაშვილიც საუბრობდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ამ უკანასკნელით ინსპექტორის სამსახური დაინტერესდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S