იუსტიციის მინისტრი შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე სააკაშვილის პირობას პასუხობს
11/11/2021 20:16:49 პოლიტიკა
უსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მოხარული იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, თუმცა "ყოველგვარი დათქმების გარეშე".
„ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა ბატონ სააკაშვილს, შეეწყვიტა შიმშილობა. ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ ის დათანხმდება. ოღონდ ყოველგვარი დათქმების გარეშე. რატომ უნდა იყოს ეს ადამიანი გადაყვანილი კერძო კლინიკაში? შეუძლია, ვინმეს, ამიხსნას?",– კითხულობს მინისტრი "რუსთავი 2"–ის ეთერში.
მინისტრი ამბობს, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 ციხეში დაბრუნდება, რადგან "მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი აღარ იარსებებს":
"თუკი ადამიანი ასრულებს შიმშილობას, ეს ძალიან კარგია. ჩვენი სულისკვეთება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან არის აბსოლუტურად ერთიანი. ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური და ის დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს. იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი, ის გადაყვანილი იქნება უკან – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, სადაც აქამდე იხდიდა სასჯელს".
იხილეთ ასევე: მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას გარკვეული პირობით წყვეტს


