
სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი: "მაინტერესებს, არის თუ არა უკრაინის ციხეში საქართველოს თუნდაც ერთი მოქალაქე, რომელსაც ასე ამცირებენ?"
12/11/2021 06:00:18 სამართალი
მაინტერესებს, არის თუ არა უკრაინის ციხეში საქართველოს თუნდაც ერთი მოქალაქე, რომელსაც ასე ამცირებენ? - ასე ეხმიანება ექს–პრეზედენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალადობრივად გადაყვანის ფაქტს.
ადვოკატი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გენერალურ პროკურატურასა და უკრაინის სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ან სად ჩაიდინა მათ წინააღმდეგ დანაშაული“, -აცახდებს ადვოკატი.
ცნობისთვის: 11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის ვიდეოკადრები ორ ნაწილად გაავრცელა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა, შიმშილობს. სტრასბუგრის სასამართლოს მოწოდების შემდეგ მან მზაობა გამოთქვა, პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით.