Accentnews.ge
სააკაშვილის მოსანახულებლად გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ამერიკელი ადვოკატი შევიდა

სააკაშვილის მოსანახულებლად გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ამერიკელი ადვოკატი შევიდა

12/11/2021 07:45:40 პოლიტიკა, სამართალი

გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სანახავად ამერიკელი უფლებადამცველი ჯონ სენდვიჯი შევიდა.

მას ციხეში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ამერიკელი ადვოკატი საქართველოში წუხელ ჩამოფრინდა.

ცნობისთვის: 11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის ვიდეოკადრები ორ ნაწილად გაავრცელა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა, შიმშილობს. სტრასბუგრის სასამართლოს მოწოდების შემდეგ მან მზაობა გამოთქვა, პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S