Accentnews.ge
"სიტუაცია არაპროგნოზირებადია, არ ვიცით, როდის მოხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დრამატული გაუარესება"

"სიტუაცია არაპროგნოზირებადია, არ ვიცით, როდის მოხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დრამატული გაუარესება"

12/11/2021 10:47:10 სამართალი

უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არაპროგნოზირებადია და შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაუარესდეს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დღეს გადასხმების გაკეთება შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისევ ისეთი, როგორც აქამდე იყო - ის არის სუსტად. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არაპროგნოზირებადი სიტუაციის წინაშე ვდგებით, არ ვიცით, როდის მოხდება დრამატული გაუარესება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. მას შესთავაზეს დღეს გადასხმების გაკეთება, რაზეც უარი განაცხადა", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტი შიმშილობას აგრძელებს და პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებს მანამ, სანამ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

ცნობისთვის: 11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის ვიდეოკადრები ორ ნაწილად გაავრცელა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა, შიმშილობს. სტრასბუგრის სასამართლოს მოწოდების შემდეგ მან მზაობა გამოთქვა, პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S