
ოპოზიციის აქციაზე დაკავებულ ბორის ყურუას სასამართლომ 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
12/11/2021 12:10:40 სამართალი
10 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ოპოზიციის აქციაზე დაკავებულ "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს ბორის ყურუას სასამართლომ 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
"6 დღით პატიმრობა მომესაჯა პირველ პროცესზე. დედა უტირეთ ამათ, სანამ აქით გვიტირებენ. უკან არ დაიხიოთ!", - წერს ბორის ყურუა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 10 ნოემბერს ოპოზიციამ აქცია ერთდროულად სამ ლოკაციაზე - სუს-თან, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან გამართა. დემონსტრანტების მოთხოვნა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. აქციებზე პოლიციამ ჯამში 46 ადამიანი დააკავა. 16 მათგანს სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო 3 პირს - ბორის ყურუას, ირაკლი კვარაცხელიასა და დავით ნებიერიძეს, 6–დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. დაკავებულებს გამოძიება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.