Accentnews.ge
ოფიციალური თბილისი:  ბელარუსი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კვლავინდებურად აღიარებს

ოფიციალური თბილისი: ბელარუსი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კვლავინდებურად აღიარებს

12/11/2021 13:11:22 კონფლიქტები

ოფიციალური თბილისი დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას ბელარუსის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების აღიარების პროცედურების დაწყების თაობაზე.

როგორც “აქცენტს” საგარეო უწყებაში განუცხადეს, “ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა კომუნიკაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, რა დროსაც ბელარუსის მხარემ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და ბელარუსის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვა უარყო”.

  • ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელარუსის პარლამენტს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ დადგენილების პროექტი წარედგინა, ორიოდ დღის წინ სოცქსელში "როსტოვის მხარეში აფხაზეთის საპატიო კონსულის" მიერ გავრცელდა. მოგვიანებით იგი რუსულმა მედიამაც აიტაცა.

როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში აცხადებენ, ბელარუსი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კვლავინდებურად აღიარებს.

ცნობისთვის: ბოლო თვეებში როგორც რუსეთში, ისე სოხუმსა და ცხინვალში უკვე არაერთგზის გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ მოსკოვი რუსეთ-ბელარუსის ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შემადგენლობაში სამომავლოდ დნესტრისპირეთს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებსა და “შესაძლოა, სომხეთსაც” მოიაზრებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S