
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
14/11/2021 10:27:25 კავკასია
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებმა განცხადებები გაავრცელეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღებიდან სროლები განახორციელეს ქელბაჯარის რაიონში განლაგებული აზერბაიჯანის არმიის მიმართულებით.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების კი, სომხეთის არმიამ მხოლოდ საპასუხო ცეცხლით უპასუხა, აზერბაიჯანის მხრიდან სოფელ ვერინშორჟაში მდებარე მათდამი ცეცხლის გახსნას.