Accentnews.ge
ადვოკატი: "მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შეხვდეს კონსილიუმის წევრებს"

ადვოკატი: "მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შეხვდეს კონსილიუმის წევრებს"

14/11/2021 16:08:46 პოლიტიკა, სამართალი

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მზადაა, შეხვდეს კონსილიუმის წევრებს.

"მიხეილ სააკაშვილი ითხოვს პარიტეტული კონსილიუმის ჩამოყალიბებას და მათთან შეხვედრას, თუმცა ის არ ეწინააღმდეგება ამჟამად მოქმედ კონსილიუმთან შეხვედრას. მზად არის, შეხვდეს როგორც მთლიანი კონსილიუმის შემადგენლობას, ასევე მათ ინდივიდიალურად. გარდა ამისა, მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის ვიზიტი მანამ, სანამ პარიტეტული კონსილიუმი შეიქმნება, უნდა განხორციელდეს ყველანაირი შეფერხებისა და ხელოვნური ბარიერების გარეშე ისე, რომ ექიმებს ჰქონდეთ საშუალება ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისა და საჭიროებისამებრ მოახერხონ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი და შემოწმება", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, "პენიტენციური სისტემა ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა ამ დრომდე, რომლის თანახმად, სააკაშვილს არ სურს, შეხვდეს კონსილიუმის წევრ ექიმებს".

შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, კონსილიუმის წევრები მზად არიან, დღესვე შევიდნენ სააკაშვილის მოსანახულებლად

კონსილიუმში სულ 5 წევრია. ექიმთა საბჭო ბოლოს შეიკრიბა 8 ნოემბერს, თუმცა მათ მიხეილ სააკაშვილი არ უნახავთ. იმავე დღეს ექს–პრეზიდენტი რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს. სახალხო დამცველის განცხადებით, სააკაშვილს უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰვავდათ და კონსილიუმთან შეხვედრა საჭირო აღარ იყო, ექიმებს კი, რომლებიც ყოფილ პრეზიდენტს ელოდებოდნენ, განუცხადეს რომ სააკაშვილს არ სურდა მათთან შეხვედრა. 8 ნოემბერს კონსილიუმმა დაწერა, რომ სააკაშვილი მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლად უნდა ყოფილიყო გადაყვანილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S