
სააკაშვილის ადვოკატი: "ხელისუფლებას პანიკურად ეშინია სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის"
15/11/2021 07:40:45 სამართალი
ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას პანიკურად ეშინია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის და მის სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე უარს სწორედ ამიტომ ამბობს.
"როდემდე უნდა გამოიყენოს პენიტენციურია სამსახურმა სუს-ის ბოდვა არგუმენტად? ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია 1 თვეზე მეტია და გარდა გაუგებარი ჩანაწერებისა, არაფერი მოგვისმენია. არც ერთი რეალური, ქმედითი ღონისძიება არ გვინახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. და ვერც ვნახავთ. ეს გამოძიება ზუსტად ამიტომ დაიწყეს - ჯერ ერთი, ეს იყო წინააარჩევნო კამპანიის ნაწილი, ახლა კი კარგად გამოიყენეს სააკაშვილის სასამართლო პროცესზე არმიყვანის "გასაპრავებლად". ფაქტია, რომ ხელისუფლებას პანიკურად ეშინია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის და ყველაფერს აკეთებს, რომ მათ შორის საკუთარ სასამართლო პროცესებში არ მიაღებინონ მონაწილეობა, რაც არის წარმოუდგენელი რამ". - აცხადებს ადვოკატი.
პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც სააკაშვილს კვლავ არ მიეცა საკუთარ სასამართლოზე ფიზიკურად დასწრების საშუალება.
ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოში თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობს.