
უკრაინის სახალხო დამცველი თბილისშია: "კადრებში ასახული ქმედებები თავისუფლად შეგვიძლია, წამებად შევაფასოთ"
15/11/2021 09:08:50 პოლიტიკა, სამართალი
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოშია.
მისი თქმით, მან უკვე ყველა საჭირო დოკუმენტი გაგზავნა შესაბამის სამსახურებში და ელოდება იუსტიციის სამინისტროსგან ნებართვას, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს.
დენისოვას განცხადებით, ის, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში ხდება, წამებაა:
"მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საჭირო ყველა განცხადება იუსტიციის მინისტრს უკვე გავუგზავნეთ. პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს. მიხეილ სააკაშვილის შესხებ მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ადამიანის უფლებები დამცველ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მყისიერად ვუგზავნით. იმედი მაქვს რომ დღეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან მოლაპარაკებებს გამართვას შევძლებ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისაგან და ექიმებისგან მისი ჯანმრთელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა მივიღო. ძალიან ვნერვიულობთ რომ უკრაინის მოქალაქე ამ მდგომარეობაში იმყოფება. დღეს შიმშილობის 46-ე დღეა და მნიშვნელოვანია რომ მიხეილ სააკაშვილი შესაფერის, მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ასახული ქმედებები თავისუფლად შეგვიძლია წამებად შევაფასოთ. უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია უცვლელია და მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასა და მის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს", აცხადებს ლუდმილა დენისოვა