Accentnews.ge
ფაშინიანმა სომხეთის თავდაცვის მინისტრი გადააყენა

ფაშინიანმა სომხეთის თავდაცვის მინისტრი გადააყენა

15/11/2021 11:00:58 კავკასია

აზერბაიჯანთან საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არშაკ კარაპეტიანი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად ვიცე-პრემიერი სურენ პაპიკიანი დანიშნა, - იუწყება სომხეთის მთავრობის პრეს-სამსახური პრემიერის მიერ დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით.

«ეს საკადრო გადაწყვეტილება გუშინდელი დღიდან საზღვარზე შექმნილი ვითარების ანალიზის საფუძველზე მივიღე. კერძოდ, საზღვრის ერთ-ერთ აღმოსავლეთ მონაკვეთზე აზერბაიჯანის ჯარი სომხეთის ტერიტორიაზე შემოიჭრა», – აღნიშნა სხდომაზე ფაშინიანმა.

14 ნოემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ "აზერბაიჯანულმა შენაერთებმა საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე პოზიციური შეტევის უზრუნველყოფა სცადეს, თუმცა შეიარაღებული წინააღმდეგობის შედეგად სომეხმა სამხედროებმა ეს მცდელობა აღკვეთეს".

დაახლოებით ერთი კვირით ადრე თავდაცვის მინისტრი არშაკ კარაპეტიანი მთიან ყარაბაში იყო ჩასული, რასაც ბაქოს მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S