Accentnews.ge
დემონსტრანტები თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზის გადასაკეტად მსვლელობით მიემართებიან

დემონსტრანტები თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზის გადასაკეტად მსვლელობით მიემართებიან

15/11/2021 11:15:52 პოლიტიკა

ენმ–ის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მეტროს სადგურ "ავლაბრიდან" ბარათაშვილის დაღმართის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერებით: "თავისუფლება მიშას", "არ მოკლა".

დემონსტრანტები მსვლელობით ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას გეგმავენ. გზა ჩაკეტილი 2 საათით იქნება.

კერძოდ, ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას გაცხადებით, ბარათაშვილის ხიდთან მოქალაქეები ორად გაიყოფიან და გადაკეტავენ, როგორც მარცხენა ისე, მარჯვენა სანაპიროს საავტომობილო მოძრაობას.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

მანამდე, შსს–მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა. უწყების განცხადებით, "საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს".

ამასთან, შსს–ს განცხადებით, 'დანაშაულს წარმოადგენს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ასევე, ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება და აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა. აღნიშნული ქმედების ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S