
ევროკავშირმა საქართველოს კოვიდ–სერთიფიკატი აღიარა
15/11/2021 12:06:42 ევროპა
ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერთიფიკატი აღიარა.
ამასთან, საქართველო უერთდება ევროკავშირის ციფრული კოვიდ–სერთიფიკატის სისტემას. შესაბამისი დოკუმენტი კომისიის ვებ–გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერთიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.
"საქართველოს მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გათანაბრებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციით გაცემულ სერტიფიკატებთან, რომლის მიზანიცაა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ევროკავშირის ტერიტორიაზე", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გადაწყვეტილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის.