Accentnews.ge
დილით აფხაზეთში მომხდარ მკვლელობას სამართალდამცველების მიერ მანამდე ანრი ატეიბას თვითმკვლელობამდე მიყვანას უკავშირებენ

დილით აფხაზეთში მომხდარ მკვლელობას სამართალდამცველების მიერ მანამდე ანრი ატეიბას თვითმკვლელობამდე მიყვანას უკავშირებენ

16/11/2021 10:22:30 კონფლიქტები

დღეს დილით აფხაზეთში სამართალდამცველებთან შეიარაღებული დაპირისპირებისას მოკლეს გაგრის რაიონის მკვიდრი ახალგაზრდა, რომელიც, დე ფაქტო შსს-ს მტკიცებით, ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა.

როგორც შს "სამინისტროს" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არსებობდა წინასწარი ოპერატიული ინფორმაცია სამართალდამცველებზე შეიარაღებული თავდასხმის მზადების შესახებ, რომელიც 1999 წ. დაბადებულ ამირ კეტიასა და 1998 წ. დაბადებულ ომარ ხაგუშს უნდა განეხორციელებინათ.

"16 ნოემბერს, დილით დაახლოებით 7 საათზე, სამართალდამცველების მიერ ეჭვმიტანილთა დაკავების მცდელობისას ხსენებულმა პირებმა, რომლებიც რევოლვერებით, გადაჭრილი თოფებითა და ხელყუმბარით იყვნენ შეიარაღებულები, წინააღმდეგობა გასწიეს. ამირ კეტია იმ მომენტში იქნა ლიკვიდირებული, როცა ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა. ომარ ხაგუში კი, რომელიც მხარში დაიჭრა, კლინიკაშია გადაყვანილი. ამჟამად შემთხვევის ადგილზე კრიმინალური ცენტრის თანამშრომლები და გამნაღმველები მუშაობენ. ადგილზე აღმოჩენილი იარაღი, საბრძოლო მასალა და მასრები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება», – ნათქვამია ინფორმაციაში.

მომხდართან დაკავშირებით დღეს გაგრის რაიონში დე ფაქტო ვიცე-პრემიერი ბადრა გუნბა იყო ჩასული, რომელიც შს რაიონული განყოფილების ხელმძღვანელობას შეხვდა.

სოცქსელების აფხაზური სეგმენტის მომხმარებლები მომხდარს 24 წლის ანრი ატეიბას ამასწინანდელ გარდაცვალებას უკავშირებენ: როგორც გარდაცვლილის ახლობლები ირწმუნებიან, ანრი დე ფაქტო შსს-ს თანამშრომლებმა ცემეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S