
პატიმრობაში მყოფი გენადი ბესტაევი ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს
16/11/2021 13:07:50 კონფლიქტები
ოკუპანტების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ექიმი-ტრამვატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, ცხინვალის ციხიდან მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. წყარომ გაფრინდაშვილს აცნობა, რომ ბესტაევს ინსულტი აქვს და ის ცხინვალის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმირებული არიან გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ.
„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა გენადი ბესტაევის ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, ცხელი ხაზის მეშვეობით, მუდმივ რეჟიმში, ვიღებთ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მისი გადმოყვანის პროცესში ჩართულია ჟენევის თანათავმჯდომარეები და სახელმწიფო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ მოხდეს მისი სწრაფი გადმოყვანა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კოტროლირებად ტერიტორიაზე", - აცხადებენ სუს-ში.
2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს ცხინვალის ე. წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. იგი სოფელ ზარდიაანთკარში საკუთარ სახლთან დააკავეს და ბრალად ე.წ საზღვრის დარღვევასთან ერთად, ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდება წაუყენეს.