Accentnews.ge
"სააკაშვილი კედელ-კედელ შემოვიდა, ვერ დგას წესიერად ფეხზე"

"სააკაშვილი კედელ-კედელ შემოვიდა, ვერ დგას წესიერად ფეხზე"

16/11/2021 14:43:46 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილი ძალიან ცუდად არის.

როგორც მან გლდანის ციხეში ექს–პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, "სააკაშვილი კედელ-კედელ შემოვიდა, ვერ დგას წესიერად ფეხზე".

"უკვე ზედმეტად მიმაჩნია ჩემის მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი. ერთადერთი შემიძლია, ვთქვა, რომ რამდენიმე დღის წინ რომ ვიყავი შესული, მიხეილ სააკაშვილი ასეთი ფერის არ იყო, ასე სუსტადაც არ იყო. ადამიანი შემოვიდა კედელ-კედელ ასე ვთქვათ და რეალურად, ვერ დგას წესიერად ფეხზე. უკვე მგონია, რომ რამდენად სწორია რომ ჩამოყავთ, არ ვიცი, მე თვითონაც უხერხულად ვგრძნობ თავს იმიტომ, რომ ჩემ გამო უნდა ჩამოვიდეს. რა საქმეც არ უნდა იყოს, ადამიანს არ აქვს კარგი შესაძლებლობა კი არა, პრაქტიკულად აღარ აქვს, რომ გადაადგილდეს. რამდენჯერმე ადგა ფეხზე და თავბრუ კი არ ეხვევა, ჩანს, რომ ქანაობს ადამიანი და ვერ იკავებს თავს. ვთხოვე, რომ დამჯდარიყო. მიხეილ სააკაშვილი ცუდად არაა, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდადაა. ჩემი შეფასებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ექიმი არ ვარ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩემი შეფასებების და იქ შემსვლელი ადვოკატების თუ პირების ამარაა დარჩენილი. [...] ვფიქრობ, რომ უკუთვლა არის უკვე ჩართული", – აცხადებს ნიკა გვარამია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S