Accentnews.ge
სახალხო დამცველი გეგმავს, სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართოს

სახალხო დამცველი გეგმავს, სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართოს

16/11/2021 17:00:45 პოლიტიკა, სამართალი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი გეგმავს, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს თხოვნით, ჩაერთოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, იგი იმედოვნებს, რომ სტრასბურგის სასამართლო მის თხოვნას დააკმაყოფილებს.

„ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც სტრასბურგი ასეთ თხოვნას ეთანხმება და სახალხო დამცველს მესამე მხარედ რთავს. იმედს ვიტოვებთ, თუ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ჩვენს თხოვნას. ასევე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას აუცილებდად წარვადგენთ. ჩვენ ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად უნდა მოგვეცეს საშუალება, რომ შევიდეთ და ვნახოთ პატიმარი. დღის და ღამის რა მონაკვეთიც არ უნდა იყოს და რა ტიპის ციხეც არ უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის დროს ჩვენ დაბრკოლება არასდროს შეგვქმნია“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S