Accentnews.ge
ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა საბჭოს წევრი - სააკაშვილზე: "ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი"

ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა საბჭოს წევრი - სააკაშვილზე: "ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი"

16/11/2021 21:18:00 სამართალი

ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა საბჭოს წევრი გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ მე-18 პენიტენციური დაწესებულება კარგად აღჭურვილია, თუმცა იქ "ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისნაირი პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის".

ექიმი გიორგი გრიგოლია ადასტურებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობს, რასაც დაწესებულებაში მყოფებიც ადასტურებენ. მისი შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა ახლოსაა იმისკენ, რომ დამძიმდეს.

მისი თქმით, ანალიზებში არსებული ცვლილებები კი აჩვენებს, რომ ის ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს.

"ეს ინფრასტრუქტურა არის შექმნილი ორი კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა, საკმაოდ კარგად აღჭურვილი, სტაფი გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან. იქ არის მორიგე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი ყოველდღე. მაგრამ უარყოფითი ისაა, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს, ადრე ასეთი რამ არ იყო და ისეთი პაციენტი დღევანდელ დღეს სააკაშვილი ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია. საბოლოო დასკვნებზე ერთმანეთში შევჯერდებით, რადგან სხვადასხვა საქმით ვიყავით დაკავებული. ჩემი პირადი აზრია, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არაა მიზანშეწონილი", - გიორგი გრიგოლიამ.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილმა ექიმების ჯგუფმა სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვეს. ლომჯარიას თქმით, წერილობითი დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S