Accentnews.ge
რუსეთიდან ნატო-ს რიგ ქვეყნებში საიდუმლო ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

რუსეთიდან ნატო-ს რიგ ქვეყნებში საიდუმლო ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

17/11/2021 07:57:30 ევროპა

2021 წელს რუსეთიდან ნატო-ს ქვეყნებში საიდუმლო კატეგორიების საქონლის (თვითმფრინავები, ბირთვული მასალები, იარაღი და საბრძოლო მასალა) ექსპორტი ნახტომისებურად გაიზარდა, - იუწყება РБК ფედერალური საბაჟო სამსახურის ღია წვდომაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით. იმპორტიორთა ტოპ-ათეულში შედიან აშშ, ჩეხეთი, გერმანია, ბრიტანეთი, ესტონეთი და ნიდერლანდები.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საიდუმლო რუსული საქონლის ექსპორტი აშშ-ში 706-დან 841 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ჩეხეთში - 102-დან 706 მლნ დოლარამდე, გერმანიაში - 173-დან 300 მლნ-მდე, ნიდერლანდებში - 53-დან 222 მილიონ დოლარამდე.

გასულ წელს რუსეთიდან საიდუმლო კატეგორიების საქონლის ექსპორტის კუთხით პირველ ათეულში ნატო-ს ქვეყნებიდან მხოლოდ აშშ (მესამე ადგილი), ესტონეთი და თურქეთი (მე-9-მე-10 ადგილი) შედიოდნენ. წელს აშშ-მა მეორე პოზიციაზე აინაცვლა, ჩეხეთმა - მესამეზე. არადა, ორივე ეს ქვეყანა მიმდინარე წლის მაისში რუსეთმა "არამეგობრულად" გამოაცხადა.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში რუსეთიდან საიდუმლო კატეგორიების საქონლის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 61%-ით იყო გაზრდილი და 27 მლნ დოლარს შეადგენდა. ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი - 20 მლრდ (74%) მოდის ბუნებრივ აირზე, დანარჩენი - საბრძოლო მასალასა და საავიაციო ტექნიკაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S