Accentnews.ge
"Russia go home", "Stop russian aggression" - მრავალრიცხოვანი აქცია ერევანში [ვიდეო]

"Russia go home", "Stop russian aggression" - მრავალრიცხოვანი აქცია ერევანში [ვიდეო]

17/11/2021 17:54:21 კავკასია

ერევანში მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მოწინააღმდეგეთა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა.

შეკრებილები ფაშინიანის გადადგომასა და ამასთანავე, "რუსული აგრესიის შეწყვეტას" მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ფრაზებს "Russia go home", "Stop russian aggression" და ამავდროულად, აშშ-ის მიმართ გამოხატავდნენ მხარდაჭერას:

სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე ყარაბაღის მეორე ომის და რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ მხაეებს შორის ყველაზე მასშტაბური შეტაკება 16 ნოემბერს მოხდა. შეტაკებებში 8 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 13 ტყვედ ჩავარდა, 24 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 16 ნოემბერს სომხეთმა რუსეთს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დახმარება სთხოვა, ხოლო 17 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ბრძოლა რუსული მხარის ჩარევის შემდეგ შეჩერდა.

დაძაბულია პოლიტკური ვითარება ერევანშიც: სომხეთის ორმა ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიამ – „ჰაიასტანმა“ და „პატივ უნემმა“ პროტესტის ნიშნად უარი თქვა საპარლამენტო სხდომებში მონაწილეობაზე და 16 ნოემბერს დატოვა ეროვნული ასამბლეა. ოპოზიცია სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ადანაშაულებს იმაში, რომ აზერბაიჯანის არმიის მხრიდან გრძელდება ორ სამხრეთ კავკასიურ ქვეყანას შორის არსებული საზღვრის ხელყოფა.

„ოპოზიციურმა ფრაქციებმა მოვითხოვეთ სპეციალური სხდომის ჩატარება და მთავრობისგან პასუხების მოსმენა, თუ რა ხდება ჩვენი სამშობლოს საზღვარზე. მაგრამ ჩვენი მოთხოვნა ჩააგდო მმართველმა უმრავლესობამ. ამის ნაცვლად, ეროვნული ასამბლეის დღის წესრიგში ჩვენ ვხედავთ ისეთ საკითხს, როგორიცაა ვერცხლისწყლის უტილიზაცია“, - განაცხადა „პატივ უნემის“ ფრაქციის მდივანმა ჰაიკ მამიჯანიანმა.

მისი თქმით, ფრაქცია მხოლოდ მაშინ დაბრუნდება დარბაზში, როდესაც პარლამენტში სომხეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა დაიწყება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S