Accentnews.ge
ილია მეორე ოკუპირებულ  რეგიონებში არსებულ ვითარებზე ეუთო–ს საგანგებო წარმომადგენელს ესაუბრა

ილია მეორე ოკუპირებულ  რეგიონებში არსებულ ვითარებზე ეუთო–ს საგანგებო წარმომადგენელს ესაუბრა

17/11/2021 17:46:35 კონფლიქტები

17 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ეუთო–ს საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ანიკა სოდერი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

„აღინიშნა, რომ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია მშვიდობიანი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა",– ვკითხულობთ რელიზში.

რელიზისვე მიხედვით, დელეგაციის ხელმძღვანელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა მისი უწმინდესობის ძალისხმევის მნიშვნელობა ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში. თავის მხრივ ილია მეორემ მადლობა გადაუხადა ეუთო–ს საგანგებო წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც სადამკვირვებლო და ჰუმანიტარულ მისიებს ასრულებენ კონფლიქტის ზონაში, წარმატებული მოღვაწეობა უსურვა მათ და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების იმედი გამოთქვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S