Accentnews.ge
ლომჯარია განმარტავს, რატომ არ შეისწავლა ექიმთა ჯგუფმა, აკმაყოფილებს #18 დაწესებულება შიმშილობის შემდგომი პერიოდის მართვის სტანდარტებს

ლომჯარია განმარტავს, რატომ არ შეისწავლა ექიმთა ჯგუფმა, აკმაყოფილებს #18 დაწესებულება შიმშილობის შემდგომი პერიოდის მართვის სტანდარტებს

17/11/2021 20:03:24 პოლიტიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ექიმთა ჯგუფს არ შეუსწავლია საკითხი, აკმაყოფილებს თუ არა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება შიმშილობის შემდგომი პერიოდის მართვის სტანდარტებს.

ლომჯარიას განცხადებით, ამის მიზეზია ის, რომ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ამბობს, რომ მზად არის სიკვდილისთვის.

„დიახ, სტრასბურგის სასამართლო დაჟინებით სთხოვს პაციენტს, შეწყვიტოს შიმშილობა. ჩვენი მხრიდან ეს საკითხი არ შესწავლილა, რადგან პატიმარი ამბობს, რომ ის ამ დაწესებულებაში შიმშილობას არ შეწყვეტს და მზად არის სიკვდილისთვის, თუ გააგრძელებს ამ დაწესებულებაში მკურნალობას. შესაბამისად, ის საკითხი განსახილველად არ დამდგარა, რადგან პაციენტი ამბობს უარს და რა უფლება ჰქონდათ ექსპერტებს, ექიმებს, ემსჯელათ ისეთ საკითხზე, რაზეც პაციენტი აცხადებს უარს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის მიერ შექმნილმა სამედიცინო ჯგუფმა დასკვნა გამოაქენდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S