
რულოვსსა და მის თანმხლებ პირებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გელა კვარაცხელიას პატიმრობა შეეფარდა
17/05/2019 09:04:08 სხვა, სამართალი
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ გელა კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, – იუწყება „პირველი არხი“.
მისივე ცნობით, მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. გელა კვარაცხელიას პროცესზე ადვოკატი არ ჰყავდა და მან თავად მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა.
ცნობისთვის: გელა კვარაცხელიას რამდენიმე პირთან ერთად ბრალი ედება 14 მაისს დადიანების სასახლის ეზოში ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და მის თანმხლებ პირებზე თავდასხმაში.