კრემლის მორიგი სადეზინფორმაციო გზავნილი: "ნატო უკრაინასა და საქართველოს იარაღით ავსებს"

18-11-2021 12:27:50 პოლიტიკა ,თავდაცვა

რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება უკრაინის, საქართველოსა და ნატო-ს წინააღმდეგ მორიგ სადეზინფორმაციო პროპაგანდისტულ გზავნილებს აჟღერებს. როგორც ბრიფინგზე საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, "ნატო უკრაინასა და საქართველოს იარაღით ავსებს".

"ნატო აგრესიულად აფართოებს თავისი ინტერესების ორბიტას, ზეწოლას ახდენს ბალკანეთის ქვეყნებზე, რათა საკუთარი შეიარაღებული ძალები ალიანსის სტანდარტებს მიუსადაგონ, იარაღით ავსებს უკრაინასა და საქართველოს. ამავდროულად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აგრძელებს ევროპის ქვეყნების მოსახლეობების საინფორმაციო დამუშავებას, თითქოს რუსეთი სხვა სახელმწიფოების საქმეებში ერეოდეს. ნატო უკვე დიდი ხანია, გადაიქცა თავდაცვითი ბლოკიდან გეოპოლიტიკური ინტერესების გამტარებელ ინსტრუმენტად» - განაცხადა ზახაროვამ.

მოსკოვის ეს განცხადება უკრაინის საზღავრთან შექმნილი ვითარების ფონზე გაკეთდა.

ზახაროვას გზავნილს წინ უსწრებდა ნატო-ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის 15 ნოემბრის განცხადება უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალის მნიშვნელოვანი ზრდის თაობაზე და რუსეთის გაფრთხილება ალიანსის მიერ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის შესახებ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები