
"ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი ოთახიდან გადიოდა და მოსხლეტით წაიქცა, საკაცით გაიყვანეს"
18/11/2021 14:22:46 სამართალი
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილას განცხადებით, "ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი ოთახიდან გადიოდა და მოსხლეტით წაიქცა".
"მიშა ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ უნდა ასულიყო ზემოთ და ოთახში რომ გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა. რამდენიმე წუთში საკაცე ჩამოიტანეს, გადააწვინეს საკაცეზე და წაიყვანეს. ამ წუთას არ ვიცი რა ხდება. ძალიან მძიმედ იყო, როცა ვხვდებოდით. 10 წუთია, რაც აიყვანეს დაახლოებით. როცა წაიქცა, იქ წაქცეულზე, ხელით ვუხსნიდი თვალებს", – განაცხადა ავდოკატმა.