Accentnews.ge
ივანიშვილი – „Credit Suisse"-ზე: “ასეთი თავხედობა რუსეთ-საქართველოს ველურ კაპიტალიზმშიც არ შემხვედრია”

ივანიშვილი – „Credit Suisse"-ზე: “ასეთი თავხედობა რუსეთ-საქართველოს ველურ კაპიტალიზმშიც არ შემხვედრია”

18/11/2021 14:00:56 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ საბანკო ჯგუფ „Credit Suisse"–სთან დავას აგრძელებს. როგორც "Bloomberg" იუწყება, იგი ბერმუდის სასამართლოს დისტანციურად საქართველოდან ჩაერთო.

"ისეთი დონის თავხედობა, რაც "Credit Suisse"-სგან გამოვცადე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთსა და საქართველოში ყველაზე ველური კაპიტალიზმის პირობებშიც კი არ შემხვედრია“, – განაცხადა, "Bloomberg"–ს ცნობით, ივანიშვილმა 17 ნოემბერს ბერმუდის სასამართლოზე.

გამოცემის ცნობით, ივანიშვილი პარასკევსაც მისცემს ჩვენებას. მომდევნო კვირაში კი სასამართლოში „Credit Suisse"–ს მენეჯმენტის წარმომადგენლებს მოუსმენენ.

საქართველოს ყოფილი პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისს“ თავისი ანგარიშიდან 500 მილიონ დოლარზე მეტის გაფლანგვას ედავება.

ივანიშვილის ბანკირი იყო პატრიკ ლესკადრონი, რომელმაც საქმის მასალების თანახმად, ივანიშვილის კუთვნილი თანხა საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთ კომპანიაში დააბანდა და დაკარგა. მას თაღლითობის გამო 2018 წელს ბრალი დაუდასტურდა. თუმცა „კრედიტ სუისი“ აცხადებს, რომ ლესკადრონი, რომელმაც 2020 წელს თავი მოიკლა, დამოუკიდებლად, ბანკისგან მალულად მოქმედებდა.

„კრედიტ სუისი“ ჯერჯერობით არ პასუხობს ივანიშვილის კომენტარებს და აცხადებს, რომ სასამართლოს მიმდინარეობისას კომენტარს არ გააკეთებს. ბერმუდის სასამართლო პროცესზე კომპანიის ადვოკატმა სტივენ მოვერლი სმიტმა ივანიშვილს „ოლიგარქი“ უწოდა და განაცხადა, რომ მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა სარისკო საინვესტიციო მოქმედებების გამო, რასაც „ლესკადრონი მისი სახელით აკეთებდა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S