Accentnews.ge
"წინა სასწავლო წელთან შედარებით, წელს ოკუპირებული რეგიონებიდან ქართულ უნივერსიტეტებში თითქმის 3-ჯერ მეტი სტუდენტი ჩაირიცხა"

"წინა სასწავლო წელთან შედარებით, წელს ოკუპირებული რეგიონებიდან ქართულ უნივერსიტეტებში თითქმის 3-ჯერ მეტი სტუდენტი ჩაირიცხა"

18/11/2021 15:10:58 კონფლიქტები

საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ქართულ უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა წინა სასწავლო წელთან შედარებით, თითქმის სამჯერ გაიზარდა. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2020-21 წლებში კოვიდ-პანდემიის პირობებში სახელმწიფომ დახმარება გამოუყო ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსულ 247 სტუდენტს.

მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფომ ოკუპირებული აფხაზეთიდან 1000-ზე მეტი სტუდენტის, მოსწავლის და მათი ოჯახის წევრები ორგანიზებულად გადმოყვანა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლის გასაგრძელებლად.

სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სწავლის გადასახადს – 2 250 ლარს საქართველოს სახელმწიფო უფინანსებს. საცხოვრებელ ხარჯებს სტუდენტები თავად ფარავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S