Accentnews.ge
პენიტენციური სამსახური: "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია"

პენიტენციური სამსახური: "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია"

18/11/2021 15:18:01 სამართალი

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

მისი ცნობით, ცოტა ხანში მედიისთვის კომენტარს ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი "მოსხლეტით წაიქცა". ბასილაიას თქმით, წაქცევის შემდეგ სააკაშვილი საკაცეზე დააწვინეს და წაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S