Accentnews.ge
გვარამია – სააკაშვილზე: "მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იყოჩაღეს ექიმებმა"

გვარამია – სააკაშვილზე: "მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იყოჩაღეს ექიმებმა"

18/11/2021 16:02:10 პოლიტიკა, სამართალი

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

"სააკაშვილი ახლა კარგად არის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ ამას. რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი , იმას ვამბობ. უნდა ვთქვა, რომ იყოჩაღეს ექიმებმა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ქალბატონი დემურიშვილი. პირდპირი მნიშვნელობით ამ ადამიანებსაც რაომ ზაფრავენ და მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებენ ახლა უკვე ექიმებსაც ვგულისხმობ, ჩემთვის გაუგებარია. [...] მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი [...] გამოსავალი არის ერთადერთი რომ აქ არ იყოს მიხეილ სააკაშვილი და მერე შეწყვიტოს შიმშილობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ეს კაცი აქედან ცოცხალი გავიდეს", – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ გონება დაკარგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S