Accentnews.ge
ვლადიმირ ზელენსკი პარლამენტს ვეღარ დაითხოვს

ვლადიმირ ზელენსკი პარლამენტს ვეღარ დაითხოვს

17/05/2019 09:11:39 სხვა, მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის უმაღლესი რადის დათხოვნის შესაძლებლობა აღარ მიეცემა, – იუწყება უკრაინული მედია. 

ფრაქცია „სახალხო ფრონტმა“ დღეს მმართველი კოალიცია დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ახალი კოალიცია უნდა შეიქმნას. კოალიციის ფორმირებისთვის პარლამენტს 30 დღე მიეცემა, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ ზელენსკი რადის დათხოვნას იმ შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს, თუ კოალიციის ფორმირება ვერ მოხერხდება. 

მოქმედი კონსტიტუციით, რადის უფლებამოსილების ბოლო 6 თვის პერიოდში პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება არ აქვს. ბოლო 6 თვის განმავლობაში პარლამენტს კოალიციის გარეშეც შეუძლია იმუშაოს.

უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება. ზელენსკის მრჩევლის დიმიტრი რაზმუკოვის თქმით, ინაუგურაციის შემდეგ არჩეული პრეზიდენტი რადის დათხოვნას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას აპირებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S