Accentnews.ge
ერევანი სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებში 6 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება

ერევანი სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებში 6 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება

19/11/2021 11:50:32 კავკასია

სომხეთი აცხადებს, რომ მისი ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა აზერბაიჯანის საზღვარზე გასული კვირის ბოლოდან განახლებულ შეიარაღებულ შეტაკებაში, რომელიც ყველაზე უფრო მასშტაბური ესკალაციაა ყარაბაღის ომის მეორე ეპიზოდის შემდეგ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ექვსი დაღუპულიდან ერთის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხდა.

თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცის სამინისტროს ინფორმაციით, 16 ნოემბრის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 7 და დაიჭრა 10 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი.

16 ნოემბრის შეტაკების შემდეგ ერევანი და ბაქო მორიგ ჯერზე შეთანხმდნენ, რომ შეწყვეტენ საბრძოლო მოქმედებებს თავიანთ საზღვარზე, თუმცა მომდევნო დღეს მხარეები კვლავ სროლების შესახებ იუწყებოდნენ და მომხდარში ეთმანეთს ადანაშაულბდნენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 18 ნოემბერს განაცხადა, რომ ერევნისათვის მისაღებია საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის „მოსამზადებელი ეტაპის“ შესახებ მოსკოვის მიერ შეთავაზებული წინადადებები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S