ლავროვი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მეთაურების შეხვედრას პროგნოზირებს

19-11-2021 18:06:36 კავკასია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დარწმუნებულია, რომ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

„კრემლის კომენტარი შესაძლო სამმხრივ შეხვედრაზე იყო ის, რომ შეხვედრას კონსენსუსი სჭირდება. მე შემიძლია მხოლოდ დავადასტურო, რომ კონსენსუსის არსებობისთვის, ყველა, ვინც აპირებს შეხვედრას, უნდა დაეთანხმოს ამას. დარწმუნებული ვარ, ასეთი შეხვედრა გაიმართება“, – განაცხადა, რუსული მედიის ცნობით, სერგეი ლავროვმა თემის კომენტირებისას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები