
სტრასბურგის სასამართლომ ომბუდსმენს სააკაშვილის საქმეში მე–3 მხარედ ჩართვაზე უარი უთხრა
19/11/2021 22:33:03 სამართალი
ომბუდსმენი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ სახალხო დამცველის აპარატს, პროცედურული მოტივით, უარი უთხრა მესამე მხარედ ჩართულიყო მიხეილ სააკაშვილის პროცესში:
"დღეს მივიღეთ ჩვენ სტრასბურგის სასამართლოსგან წერილი, სადაც ისინი გვეუბნებიან, რომ, სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ ჩვენს თხოვნას დროებითი ღონისძიების პროცესში ინფორმაციის წარდგენაზე, რადგანაც, როგორც სასამართლომ თქვა, ამას მათი პროცედურით სასამართლო მხოლოდ არსებითი განხილვის დროს ითვალისწინებს. ანუ მათ უარი გვითხრეს პროცედურული მოტივით. მე, როგორც გითხარით, აქამდე ასეთი პრეცედენტი არ არსებობდა, თუმცა ჩვენ მაინც ვცადეთ, რომ შექმნილიყო მსგავსი პრეცედენტი, იმიტომ, რომ პირდაპირ უარი და აკრძალვა სტრასბურგის რეგულაციებში არ ყოფილა".
ნინო ლომჯარიამ სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე რამდენიმე დღის წინ მიმართა.