Accentnews.ge
ივანიშვილის ადვოკატი - გავრცელებულ კადრებზე: "შესწავლის საგანია"

ივანიშვილის ადვოკატი - გავრცელებულ კადრებზე: "შესწავლის საგანია"

21/11/2021 05:17:33 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, „კრედიტ სვისის“ (Credit Suisse) წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე ვიდეო და ფოტოგადაღების შეზღუდვა დაირღვა და ეს "შესწავლის საგანია".

„ეს საქმე რეზონანსულია და ჩვენ უკვე ადგილობრივ ტელესივრცეში ვხედავთ გარკვეული ვიდეომასალების გავრცელებას. ეს ცალკე თემაა, რომელის შესწავლას მოითხოვს, რადგან ეჭვის დონეზე და ვარაუდების დონეზე მე მიჭირს ამ საკითხზე საუბარი. ერთი რამ ფაქტია, რომ გარკვეული ვიდეომასალა გავრცელდა. მინდა გითხრათ, რომ სასამართლოს წესებით, პროცესის მიმდინარეობისას, ნებისმიერი ფოტო და ვიდეო გადაღება იყო და არის აკრძალული. აქედან გამომდინარე ისმება კითხვა - ვინ გააკეთა ეს და რა მიზნით გააკეთა? ჩვენ თუ ლოგიკური გამორიცხვის მეთოდით ვივლით, გამორიცხულია ეს ვინმეს ჩვენი მხრიდან გაეკეთებინა. თვითონ პროცესი საჯაროა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს ვისაც სურვილი აქვს თვალი ადევნოს უნდა მიმართოს სასამართლოს და ის გადის შესაბამის რეგისტრაციას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მედიის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ ასეთი დაშვება გაკეთდა დაინტერესებულ პირზე ან პირთა ჯგუფზე. აქ კანონი არ ირღვევა, თუმცა მოხდა ვიდეო და ფოტო გადაღებაზე არსებული შეზღუდვის დარღვევა და დღეს ეს მასალა გამოიყენება შიდა მოხმარებისთვის, რომელიც არცთუ დადებით ასოციაციებს იწვევს“, - განაცხადა ყიფიანმა.

მისი თქმით, ნებისმიერ პირს შეეძლო მარტივი პროცედურების გავლის შედეგად სასამართლო პროცესზე წვდომა. „თუმცა აქ მთავარია ის, რომ დაირღვა კანონი ფოტო და ვიდეო გადაღების შეზღუდვასთან დაკავშირებით. რაც ჩვენი შესწავლის საგანია“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის: ვიდეოკადრები ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. ტელეარხის ინფორმაციით, ეს კადრები 18-19 ნოემბრით თარიღდება, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბერმუდის სასამართლოში ფინანსურ დავას ესწრებოდა და ჩვენებას აძლევდა.

"ფორმულას" ცნობით, ჩვენების დროს ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან მმართველობის პერიოდში მოსახლეობისთვის მიცემული ყველა პირობა შეასრულა და თქვა, რომ მისი წასვლა არავის უნდოდა. როგორც ტელეარხი იუწყება, მან პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზესაუბრისას აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი მისთვის ავტორიტეტი არასდროს ყოფილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S