Accentnews.ge
რამდენ ხანში ვარაუდობს მთავრობა შრომისუნარიანი სოცდაუცველი ხალხის დასაქმებას და შეუწყდება თუ არა სოცდახმარება პირს, რომელიც დასაქმებაზე უარს იტყვის

რამდენ ხანში ვარაუდობს მთავრობა შრომისუნარიანი სოცდაუცველი ხალხის დასაქმებას და შეუწყდება თუ არა სოცდახმარება პირს, რომელიც დასაქმებაზე უარს იტყვის

22/11/2021 09:29:30 პოლიტიკა

ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ახალი სოციალური პროგრამის თაობაზე ისაუბრა, რომლის წარდგენასაც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას უახლოეს მომავალში დაპირდა.

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ხალხის დასაქმება ეტაპობრივად მოხდება:

"ერთ დღეში ჩვენ 200 000 ადამიანის დასაქმებას ვერ შევძლებთ, თუმცა გვსურს, რომ ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილებები ძალიან მასშტაბური იყოს. რაც შეეხება კერძო სექტორს, კერძო სექტორიდან დიდია მოთხოვნა დასაქმების სააგენტოსთან, თუმცა ადეკვატურად ვერ ხდება მიწოდება. შესაბამისად, ეს სტრუქტურა ჩვენ ისე უნდა ავაწყოთ, რომ კერძო სექტორისთვისაც გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ დაასაქმოს ადამიანი, მაგრამ [ახალი სოციალური პროგრამის] მოდელი უნდა იყოს ამისთვის წამახალისებელი. დარწმუნებული ვარ, ეს მოდელი წამახალისებელი იქნება. ამ ადამიანებს დღეს თუ აქვთ რისკი, შიში და მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა, სოცდახმარება შეუწყდეთ იმის გამო თუ დროებით სამუშაოზე დათანხმდება, ყველანაირად ჩვენ უნდა მივცეთ გარანტიები, რომ ეს ასე არ იქნება. ანუ სოცდაუცველების სოციალური მდგომარეობა კი არ უნდა გაუარესდეს, პირიქით, უნდა გაუმჯობესდეს. ამ ხალხის ეკონომიკაში ჩართვა უნდა მოვახერხოთ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს შეიძლება, იყოს 2 წელიწადი. მომავალ წელს ამ ხალხის დიდი ნაწილის დასაქმების შესაძლებლობა უნდა შევქმნათ. ამისთვის ყველა სტრუქტურა იქმნება მზად".

რაც შეეხება შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი დასაქმებული პირის ხელფასს, მინისტრის ამ ეტაპზე ვერ ასახელებს საშუალო ხელფასს. მისი თქმით, ანაზღაურება სხვადსხვა იქნება:

"ხელფასს ახლა ვერ გეტყვით. შემოსავლები არ შემცირდება, პირიქით გაიზრდება. უფრო დეტალურ ინფორმაციას გეტყვით მაშინ, როდესაც დავამუშავებთ პროექტს. რეალურ ცხოვრებაში ეს ხელაფასები იქნება სხვადასხვა".

ჟურნალისტის კითხვაზე, "თუ შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი უარს იტყვის დასაქმებაზე, შეუწყბა სოცდახმარება?", მინისტრმა შემდეგი განაცხადა:

"თუ ადამიანს შეუძლია მუშაობა, არსებობს სამუშაო და ადამიანი მასზე უარს ამბობს, ბუნებრივია, რომ ეს ვერანაირად ვერ იქნება მოდელის ნაწილი – არსშივე არალოგიკურია ამგვარი სისტემის არსებობა. ჩვენ გავითვალისწინებთ სხვადასხვა ქვეყნის, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებს. გვაქვს უკვე რამდენიმე მოდელი, თუმცა არ მინდა, რომ ყველა დეტალზე ახლა გესაუბროთ, რადგან ზუსტად ამისთვის იქმნება ის უწყებათაშორისი კომისია, რომელზეც დღეს პრემიერი საუბრობდა. ძალიან მოკლე ხანში გაგაცნობთ დეტალებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S