Accentnews.ge
"ირაკლი ღარიბაშვილი ფინანსებში ერკვევა"

"ირაკლი ღარიბაშვილი ფინანსებში ერკვევა"

22/11/2021 10:22:56 ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფინანსებში ერკვევა. ამ თემაზე მან ჟურნალისტის კითხვას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა.

“გასაგებია, რისი კითხვაც გინდათ. ეს არ არის თქვენი შეკითხვის სრული ნაწილი. დიახ, ერკვევა”, – განაცხადა მინისტრმა.

მოგვიანებით, მას ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ ჰყავს ქვეყანას ისეთი პრემიერი, რომელიც ვერ ერკვევა ფინანსებში და იურიდიულ საკითხებში, რაზეც ხუციშვილმა განაცხადა:

“კონტექსტიდან ამოგლეჯილი გარკვეული ფრაზის განზოგადებას ცდილობთ, რაც არავისთვის საინტერესო არ არის და ამ შეკითხვაზე არ გაგცემთ პასუხს”.

ცნობისთვის: ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ბერმუდის სასამართლოში შვეიცარიულ ბანკთან დავის ფარგლებში დისტანციურად აძლევდა ჩვენებას, ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილზე ისაუბრა. "ფორმულას" ცნობით, "ივანიშვილის თქმით, ღარიბაშვილს არ ჰქონდა არც იურიდიული განათლება და არც ფინანსური, რომ “კრედიტ სუისთან” გაფორმებული ხელშეკრულებები გადაემოწმებინა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S