Accentnews.ge
"პენიტენციური სამსახური უპირობოდ ვერავის გაუღებს საკნის კარს და ვერ გამოუშვებს გარეთ"

"პენიტენციური სამსახური უპირობოდ ვერავის გაუღებს საკნის კარს და ვერ გამოუშვებს გარეთ"

22/11/2021 18:12:34 პოლიტიკა, სამართალი

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. მისი თქმით, უპირობოდ გაჟღერებულ მოთხოვნებს კი, ასეთი საფუძველი არ გააჩნია.

"ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები. იმისთვის, რომ ადამიანმა დატოვოს ციხე, მან უნდა მოიხადოს სასჯელი ან უნდა იყოს შეწყალებული, ან უნდა გამოცხადდეს ამნისტია, ან, თუ, მაგალითად, საუბარია განაჩენის აღსრულების გადავადებაზე, აქ მას სჭირდება სასამართლოს განჩინება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე. ეს საკითხები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, ბუნებრივია, ასე უპირობოდ გაჟღერებული მოთხოვნები ვერ ქმნის სამართლებრივ საფუძველს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის კანონმდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ და დავიცავთ საქართველოს კანონმდებლობას ბოლომდე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S