Accentnews.ge
19 ნოემბერს ECHR- მა სახელმწიფოს სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა დაავალა

19 ნოემბერს ECHR- მა სახელმწიფოს სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა დაავალა

23/11/2021 06:00:27 პოლიტიკა, სამართალი

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ (ECHR) 19 ნოემბერს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რომლითაც საქართველოს სახელმწიფოს დაავალა, ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით ეხელმძღვანელა და ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა.

"ვადასტურებ თქვენგან 2021 წლის 18-19 ნოემბრის კორესპონდენციების მიღებას, რომელიც სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად, კვლავ იმეორებს თქვენს წინა მოთხოვნას, რომ განმცხადებელი დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნას ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში.

თქვენი განცხადებები გადაეცა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ეთხოვა, მათი განცხადებების საპასუხო კომენტარის სასამართლოსთვის 24 ნოემბრამდე წარდგენა. სასამართლო განიხილავს მითითებულ შუალედურ ზო

სასამართლოს პალატის პრეზიდენტმა დამავალა, შემეხსენებინა ორივე მხარისთვის, რომ სასამართლომ გამოიყენა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი მოცემულ საქმესთან დაკავშირებით და მიუთითა შესაბამისი დროებითი ზომები ორივე მხარისთვის :

  • განმცხადებელმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა;
  • მთავრობამ 2021 წლის 17 ნოემბრის სამედიცინო დასკვნის გათვალისწინებით, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მორგებული იქნება განმცხადებლის შეცვლილ სამედიცინო მდგომარეობასთან.

სასამართლო განიხილავს მითითებულ შუალედურ ზომებს, როგორც კი მოპასუხე მთავრობისგან 24 ნოემბერს დამატებით ინფორმაციას მიიღებს“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილის ადვოკატებისადმი გაგზავნილ წერილში.

სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბრის გადაწყვეტილებას სახლხო დამცველი ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა:

"ნეტავ ახლა რას იტყვიან, რომ "ფეიკი" და არაპროფესიონალურად შესრულებული სამედიცინო დასკვნა გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი? სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბერს გამოუცია დროებითი ღონისძიება და სწორედ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება დაუვალებია სახელმწიფოსთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S