
ეროვნული ოფისს 50 მილიონად იშენებს
15/08/2019 17:52:55 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი სათაო ოფისის მშენებლობას გეგმავს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ტექნიკური დავალების თანახმად, ეროვნული ბანკის ახალი სათაო ოფისის მშენებლობის სავარაუდო ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. A კლასის ახალი სათაო ოფისის შენობის სამშენებლო ფართი კი დაახლოებით 17 000 მ2-ია.
ტექნიკური დავალების თანახმად, მომსახურეობის გაწევის სავარაუდო ვადაა 38-44 თვე, მათ შორის: პროექტირების ეტაპი - 6 თვე; სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი კონტრაქტორის შერჩევის (ტენდერი) ეტაპი - 2 თვე; მშენებლობის ეტაპი-სავარაუდოდ 30-36 თვე.
წინადადებების წარმოდგენის საბოლოო ვადა 2019 წლის 16 აგვისტოა. ცნობისთვის, ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის ოფისი სანაპიროს ქუჩაზე, იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული.