Accentnews.ge
"სახელმწიფო კონსილიუმს ჩვენი კონსილიუმი წარუდგენს მეორე მოსაზრებას"

"სახელმწიფო კონსილიუმს ჩვენი კონსილიუმი წარუდგენს მეორე მოსაზრებას"

23/11/2021 11:58:21 პოლიტიკა, სამართალი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ე.წ. მეორე მოსაზრების წარდგენის გზით ჩაერთვება.

"გუშინ მივიღეთ ჯანდაცვის მინისტრის თხოვნის წერილი, რომ ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთოს მიხეილს სააკაშვილის მკურნალობის პროცესში. ე.წ. მეორე მოსაზრების წარდგენის გზით. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგელობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა ჩვენ ჩავერთვებით პროცესში ზედამხედველობის მიზნით. ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონსილიუმს ჩვენი კონსილიუმი წარუდგენს ე.წ. მეორე მოსაზრებას, რაც არის აპრობირებული გზა მოსაზრების გაზიარებისა და რეკომენდაციების წარდგენის სამედიცინო სფეროში",- განაცხადა ლომჯარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S