
"ოცნებამ" სავარაუდოდ, იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა დროებითი ღონისძიების გამოსაცემად"
23/11/2021 12:06:06 პოლიტიკა, სამართალი
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მორიგ გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ მაღალი ალბათობით, ხელისუფლებამ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან იცოდა, რომ სასამართლო დროებითი ღონისძიებისთვის ემზადებოდა.
"მე, რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა ვვარაუდობ, რომ მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე, დროებითი ღონისძიების გამოსაცემად. იმიტომ, რომ მხარეს როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში სააკაშვილის ადვოკატებს წარდგენილი ჰქონდა სასამართლოში სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მაღალია ალბათობა იმისა, რომ მათ რეალურად ეს გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ სასამართლო დაეყრდნობოდა ამ ექსპერტიზის გადაწყვეტილებას",- განაცხადა ლომჯარიამ.