Accentnews.ge
აფხაზეთში სამარშრუტო ტაქსი დაცხრილეს

აფხაზეთში სამარშრუტო ტაქსი დაცხრილეს

24/11/2021 08:27:10 კონფლიქტები

აფხაზური ტელეგრამ-არხების ცნობით, დილით გუდაუთის რაიონში სამარშრუტო ტაქსი დაცხრილეს.

დე ფაქტო შს მინისტრის თანაშემწის ბადრა აიბას ინფორმაციით, მძღოლი, რომელმაც ცეცხლნასროლი ჭრილობები მიიღო, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სროლის შემდეგ ავტომანქანა მდინარე ხიფსთას მოპირდაპირედ განლაგებული სკოლის წინ განათების ბოძს შეეჯახა.

როგორც დე ფაქტო შსს-ში აცხადებენ, შეიარაღებული პირის ვინაობა დადგენილია და ამჟამად მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S