ადვოკატი – სააკაშვილზე: "უკრაინაში მსგავსი მუხლებით და ბრალდებით ციხეში ფაქტობრივად არავინ ხვდება"

24-11-2021 12:50:04 პოლიტიკა ,ადამიანი და კანონი

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი აცხადებს, რომ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. მისი თქმით, "უკრაინაში მსგავსი მუხლებით და ბრალდებით ციხეში ფაქტობრივად არავინ ხვდება".

"ჩვენი აზრით, ეს არის პოლიტიკური საქმე არის, რადგან უკრაინაში მსგავსი მუხლებით და ბრალდებით ციხეში ფაქტობრივად არავინ ხვდება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შევხვდე მიხეილს, დაველაპარაკო და განვსაზღვროთ რას გავაკეთებთ მომავალში, რადგან არსებობს დახმარების სხვადასხვა მიმართულება, მაგრამ კლიენტის გარეშე რაიმე ზომის მიღება არ შეგვიძლია. ვაპირებთ, გავააქტიუროთ დაცვის ევროპული ვექტორიც, რადგან პოლიტიკური საქმეები არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ერთი ქვეყნის ტერიტორიით. ასე, რომ იმედი მაქვს, შემიშვებენ ჰოსპიტალში", - განაცხადა ადვოკატმა.

ევგენი გრუშოვეცი საქართველოშია და ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს. უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ მას გორის ჰოსპიტალში შეუშვებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები