სახელმწიფო ინსპექტორმა გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

24-11-2021 16:00:00 ადამიანი და კანონი

გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, გამოძიება 24 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინებს საფუძველზე დაიწყეს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სამედიცინო ექსპერტიზა, მოწმეთა გამოკითხვა და სხვა", – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები