Accentnews.ge
"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც ახლა ციხეში უნდა იყოს"

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც ახლა ციხეში უნდა იყოს"

24/11/2021 13:09:15 პოლიტიკა, სამართალი

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც ახლა ციხეში უნდა იყოს", - ამის შესახებ უკრაინელმა ადვოკატმა ევგენ გრუშოვეცმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმკით, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც იგი უკრაინაში იცნობდა და ის სააკაშვილი, რომელიც ახლა კლინიკაში ნახა, მორალური თვალსაზრისით აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები არიან.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ქართველ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილის დაცვის ერთიან სტრატეგიას შეიმუშავებენ, ვინაიდან მას მიაჩნია, რომ სააკაშვილი, მისი ამჟამინდელი მდგომარეობით, სასამართლოზე სწორად და ხარისხიანად თავის დაცვას ვერ შეძლებს.

„სიმართლე გითხრათ, ის მიხეილი, რომელიც უკრაინაში მყავს ნანახი და რომელიც ახლა ვნახე ჰოსპიტალში, სხვადასხვა ადამიანები არიან. შეიძლება არაპოპულარული რამ ვთქვა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, მან იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც ახლა მიდის, სწორად და ხარისხიანად შეძლოს თავის დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ არიან ადვოკატები და დამცველები. ვინაიდან დარწმუნებული ვარ, მომხდარ მოვლენებს, შიმშილობას უკვალოდ არ ჩაუვლია. მიხეილ სააკაშვილი ახლა მინიმუმ რეაბილიტაციას საჭიროებს. არ ვიცი, მიაწვდიან თუ არა ჰოსპიტალში ყველაფერს, რაც სჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მდგომარეობაში ადამიანი ვერ შეძლებს სწორად და ხარისხიანად თავის დაცვას. ძალიან მაღელვებს, ის ფაქტი რომ 2006-2007 წლების მოვლენებზე ადამიანს 2018 წელს მიესაჯა სასჯელი და 2021 წელს იხდის. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის ის მართებული იურისპრუდენცია, ის სამართლიანი სასამართლო, რომელსაც ადამიანის უფლებათა კონვენცია ითვალისწინებს, მაგრამ ეს უკვე ასეა და ამაზე ვიმუშავებთ. არის საქმეები, რომელზეც განაჩენი დამდგარია, არის საქმეები, რომელზეც ახლა მსჯელობს სასამართლო და არის საქმე, რომელიც გამოძიების პროცესშია. გვესმის, რომ უნდა შევადაროთ, ის ობიექტურად იყო დადანაშაულებული, თუ ეს არის ზეწოლის ელემენტი. ვინაიდან ყველა ქვეყნაში არის ასეთი პოლიტიკური საქმეები, რომლებიც იძენენ იურიდიულ ხასიათს, ამიტომ ჩვენი საქმეა შევაფასოთ არა მხოლოდ ერთი ცალკე აღებული საქმე, არამედ კომპლექსურად ყველა საქმე და ჩამოვყალიბდეთ, როგორ შეგვიძლია დახმარება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც ახლა ციხეში უნდა იყოს. [...] არ უნდა დავგავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეების დასაცავად, არა მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც და სხვა სიტუაციებში, რასაც გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს",- განაცხადა ევგენ გრუშოვეცმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S