Accentnews.ge
გერმანიაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ

გერმანიაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ

24/11/2021 15:18:58 ევროპა

გერმანიაში ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. მთავრობას ოლაფ შოლცი ჩაუდგება სათავეში.

არჩევნებში გამარჯვებიდან თითქმის სამი თვის თავზე სოციალ-დემოკრატიული პარტია მწვანეებისა და თავისუფალი დემოკრატების კოალიციით ერთობლივ მთავრობას ჩამოაყალიბებს. მათი ხედვის ერთ-ერთი მთავარი აპსექტი გარემოს დაცვა და კლიმატური ცვლილებებია.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა სავარაუდოდ, დეკემბერში გახდება ცნობილი, თუმცა უდავოა, რომ კანცლერი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ოლაფ შოლცი გახდება, საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას მწვანეების ანელენ ბერბოკი დაიკავებს, ხოლო "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ქრისტიან ლინდრენი – ფინანსთა მინისტრისას.

ანგელა მერკელმა, რომელიც გერმანიის მთავრობას 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ ხელისუფლებას ჩამოშორდება. მისმა პარტიამ - "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა და ოპოზიციაში გადადის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S