Accentnews.ge
მედია: რუსეთში "ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის" დამფუძნებელი დააკავეს

მედია: რუსეთში "ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის" დამფუძნებელი დააკავეს

24/11/2021 18:24:26 სამართალი

ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში ბიზნესმენი, "ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის" დამფუძნებელი ალექსანდრე ებრალიძე დააკავა,– იუწყება რუსული მედია.

მედიის ცნობით, დაკავება "კონსტანს-ბანკიდან" 3 მილიარდი რუბლის დაკარგვასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში განხორციელდა.

ალექსანდრე ებრალიძის სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა მიმდინარეობს, სამართალდამცავები მის თანამშრომლებს კითხავენ.

ცნობისთვის: 2009 წლის თებერვალში ალექსანდრე ებრალიძემ დააარსა "ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი", რომლის ოფიციალურ მიმართვაში დეკლარირებულია საქართველოს კრიზისული მდგომარეობიდან გაყვანა სტაბილური დემოკრატიული განვითარების გზაზე.

კონგრესის წევრები რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენის მოწოდებით გამოდიოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S